ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრიდან გაუშვეს

მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის განცხადებით, რეჟისორი ქეთი დოლიძე თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ჩაანაცვა. ჭანკვეტაზის განცხადებით, ის რაც მოხდა ჩვეულებრივი ამბავია და სხვა თეატრშიც ასე ხდება.

მისი თქმით, ქეთი დოლიძემ ამის შესახებ დიდი ხანია რაც იცის და ეს მისთვის მოულოდნელი ფაქტი არ ყოფილა. თუმცა, თავად ქეთი დოლიძე ამბობს, რომ ნინელი ჭანნკვეტაძეს ამის შესახებ ინფორმაცია საიდან აქვს, როცა მსგავსი დოკუმენტი ჯერ მასაც არ უნახავს.

“კონკურსის წესით გიორგი სიხარულიძე დაინიშნა…უკვე წავიდა, უკვე გადაწყვეტილება მიღებულია და ეს ასეა. შეძილება ძალიან კარგი რეჟისორი იყო და არ იყო კარგი ხელმძღვანელი. ეს გადაწყვეტილება მიიღო სამინისტრომ, ქეთიმ ეს იცოდა და მე მგონი ეს ჩვეულებრივი ამბავია, სხვა თეატრშიც მოხდა ასეთი რამე.”- აცხადებს მსახიობი.

,,რას ნიშნავს რომ ქეთი უკვე წასულია? მან ბრძანება ნახა? “, – ასე გამოეხმაურა ქეთი დოლიძე ნინელი ჭანკვეტაძის კომენტარს “იბერიის” ეთერში.

,,მე არ მჯერა ამ კომენტარის, თუ მე ვიყავი ცუდი ხელმძღვანელი, ნინელისთან ამდენი წლის მეგობრობა მაკავშირებს, ისეთი დეჟავუ მაქვს, როგორიც 20 წლის წინ, როცა მსახიობების ჯგუფმა თემურ ჩხეიძე თეატრში არ მიუშვა” -აცხადებს ქეთი დოლიძე, რომელიც ამბობს, რომ კულტურის მინისტრი მას ებრძვის. კულტურის სამინისტროში კი რეჟისორის ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებენ.

წყარო: ტელეკომპანია “იბერია”.

 

იტვირთბა....