თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, როდესაც დასრულდება კონსულტაციები, საბოდოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას რა თანამდებობაზე გადავა.
ნარმანიას თქმით, ის უფლებამოსილებას ახალი მერის არჩევამდე და მისთვის თანამდებობის გადაბარებამდე შეასრულებს. მერის განცხადებით, მის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ნარმანია კონკრეტულ სფეროს ან უწყებას არ აკონკრეტებს.