ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან ჩართულნი.
უწყების ცნობით, სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც, რომელიც მთავარი ხანძრის კერების ლოკალიზებას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ხანძრის გავრცელების არეალს, ამ დროისათვის უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, რა ტერიტორიაზეა გავრცელებული ხანძარი. ადგილზე ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფება, რომელიც არსებულ სიტუაციას სწავლობს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა მელიქიძის განცხადებით, სოფელ სვირში ხანძრის გავრცელების არეალი დიდი არ არის და ის დასახლებული პუნქტიდან ძალიან შორს იმყოფება.