ახალი ამბები მთავარი სამართალი

მერი საკრებულოს დეპუტატის დაკავებაზე: მაღალი პოლიტიკური აქტივობით არ გამოირჩეოდა

საკრებულოს დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის, დაკავებასთან დაკავშირებით დავით ნარმანია ამბობს, რომ ის აპოლიტიკურად აქტიური პერსონა არ ყოფილა, შესაბამისად, მერი მის დაკავებას პოლიტიკას ვერ უკავშირებს.

„მაღალი პოლიტიკური აქტივობით ის მაინცდამაინც გამორჩეული არ იყო. არ მგონია, რამე მსგავსთან გვქონდეს საქმე, გამოძიება მიმდინარეობს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საკრებულოს დეპუტატი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამავე საქმეში მასთან ერთან ბრალდებულია მისი ცოლის და, რომელიც ასევე ზურაბ ნეფარიძის აპარატის თანამშრომელიც იყო. ორივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იტვირთბა....