ზუგდიდში, წმინდა ლუკას სახეობის ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მესამე სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. როგორც ტელეკომპანია “რუსთავი 2” იტყობინება, შემთხვევის დროს პალატაში მცირეწლოვანის დედა იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ბავშვს საჭმელს უმზადებდა.
სამი წლის გაბრიელ ლუკავა ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა, – მრავლობით მოტეხილობები და თავის ქალის ტრავმა აღენიშნება.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობით გულისხმობს.