ახალი ამბები მთავარი სამართალი

მდინარე გუჯარულადან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ამოიყვანეს

მდინარე გუჯარულადან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ამოიყვანეს. ამჟამად მიმდინარეობს მზადება მისი სატვირთო ავტომობილით თბილისში გადატანაზე.

მდინარიდან ამოყვანის შემდეგ ვერტმფრენი შს მინისტრმა და საგანგებო შტაბის წევრებმა დაათვალიერეს.

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერტმფრენს, რომელმაც ბორჯომის ხეობაში ავარიული დაშვება განახორციელა, წყლიდან ამოტანის შემდეგ სპეცტექნიკით თბილისში გადაიტანენ, სადაც სპეციალური ექსპერტიზები დაინიშნება.

ვერტმფრენში ავარიული დაშვებისას ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა. მათ მსუბუქრი დაზიანებები მიიღეს. გუშინ ისინი ღუდუშაურის საავამდყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იტვირთბა....