ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

საიდუმლო საქმე: რატომ დაიბარეს ნიკა გვარამია მოდულის შენობაში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოდულის შენობაში არა დასაკითხად, არამედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების გასაცნობად არის დაბარებული.

„საქმე საიდუმლოა და დეტალებს ადგილზე გავაცნობთ პროცედურის მიხედვით. საქმეს გაეცნობა კონტრდაზვერვის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში“, – აცხადებენ სუს-ში.

შეგახსნებთ, ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია დღეს, გამოსაკითხად საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს.

იტვირთბა....