სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. სია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა გაავრცელა.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ: იოსებ ბაჩიაშვილი, ლალი ფაფიაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ოთარ სიჭინავა, ირაკლი ადეიშვილი, თამარ ალანია, ლუიზა ხითარიშვილი, კონსტანტინე კორკელია და ნინო ბაქაქური.
სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატებიდან ხვალ, სპეციალურ სხდომაზე ხუთ კანდიდატს შეარჩევენ.
შეგახსენებთ, საქართველომ სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეების შერჩევა უკვე მესამედ განახორციელა. 2-ჯერ უკვე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მთავრობას წარდგენილი კანდიდატები დაუწუნა.
იტვირთბა....