aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილის თქმით, მას ცესკო-მ 1 კვირაში 10 000 ხელმოწერის შეგროვება მოსთხოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ცესკო-მ 10 000 ხელმოწერის შეგროვებისთვის ერთი კვირა მისცა. ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადასწყვეტილება ხელისუფლებასთანაა შეთანხმებული:

“გულითადი თხოვნა ყველა ჩემს მხარდამჭერს! გუშინ ცესკომ სრულიად უსინდისო გადაწყვეტილება მიიღო და დამიწესა არაგონივრული ვადა მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებისთვის. ხელისუფლებას როგორც ჩანს ჰგონია რომ ვერ შევძლებ 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებას. მოგმართავთ თითოეულ ჩემს მხარდამჭერს არ დაიზაროთ, მოდით ჩემს საარჩევნო შტაბში ხელმოწერების ბლანკისათვის. დამიდექით მხარში, რომ დავუმტკიცოთ ხელისუფლებას – რომ არ ვართ ცოტანი და შეგვიძლია შეუძლებელი შევძლოთ!!! ყველას დიდი მადლობა წინასწარ. ჩემი შტაბის მისამართია – ყოფილი საბურთალოს ქუჩა 45 (ამჟამად ცინცაძის ქუჩა)”- აცხადებს ელისაშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ხელმოწერების შესაგროვებლად ჯგუფები მობილიზებულია 4 მეტროსადგურთან.
ესენია : „რუსთაველი“, „ახმეტელი“, „დელისი“, „სადგურის მოედანი“. თავად კი მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრთან” იმყოფება.

 

იტვირთბა....