ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოწმე: მამაკაცზე ძალადობის ფაქტს 200 ადგილობრივი ესწრებოდა

ქვემო ქართლში, გაჩიანში, კერძოდ, სოფელ ყარაჯალარიში 42 წლის მამაკაცის ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლის საქმის ერთ-ერთი მთავრი მოწმე შახმირ ისმაილოვია, რომელიც შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში ცხოვრობს. მისი განცხადებით, საღამოს 07:00 საათზე, როდესაც სახლში დაბრუნდა, ტერიტორიაზე ხალხმრავლობა შენიშნა და ადგილზე მისული უშუალოდ ძალადობის ფაქტს შეესწრო.

მისივე თქმით, ძალადობის ფაქტს ესწრებოდა დაახლოებით 200 ადგილობრივი, თუმცა არცერთი მათგანი მათ გაშველებას არ ცდილობდა:

“სოფლის ხალხი, იყო ყველა უყურებდა. პოლიციამ არავის არ დაუძახა, მარტო მე დავუძახე. 200 კაცამდე იყო და არცერთმა არ დარეკა პოლიციაში,“ – განაცხადა შახმირ ისმაილოვმა.

შახმირ ისმაილოვი გამოძიებამ გუშინ დაკითხა.

შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა ქვემო ქართლში გუშინ მოხდა. 42 წლის მამაკაცი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გავრცელებული ცნობით, 15-მდე ადამიანმა ის ჯერ სცემა, შემდეგ კი გააუპატიურა. ამავდროულად, მოძალადეებმა ფაქტი ტელეფონით გადაიღეს და შემდეგ სოციალურ ქსელში ატვირთეს. ფაქტი სოფელ ყარაჯალაში დღისით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ძალადობის სცენას ესწრებოდნენ და მობილურით იღებდნენ არასრულწლოვანი ბავშვებიც.

იტვირთბა....