ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ჯვარიც გადაგდებული დაგვხვდა”: ზვიად გამსახურდიას საფლავი დაარბიეს (ფოტო)

მთაწმინდის პანთეონში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საფლავი დაარბიეს, – ინფორმაციას პრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალური ქსელით ავრცელებს:
“უკვე მერამდენედ მოხდა ვანდალური ფაქტი: მთაწმინდის პანთეონში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას საფლავი კვლავ დაარბიეს: მოთხრილია და გადაყრილია ყვავილები, დამტვრეულია დიდი ლარნაკები, თვით საფლავის ჯვარიც კი აღარ დაგვხვდა ადგილზე და ბოლოს, დიდი ძებნის შემდეგ ვიპოვეთ უდიერად გადაგდებული, ბატონი ზვიადის საფლავიდან სისტემატურად იღებენ ყვავილებს და გადააქვთ სხვადასხვა საფლავებზე… და ეს ხდება სად? მთაწმინდის პანთეონში, რომელსაც ჰყავს დაცვის სამსახური, რომელიც უნდა აკონტროლებდეს მთელ პერიმეტრს! ხოლო პანთეონის დირექტორი გახლავთ მარინა დავითაშვილი – პროტოდიაკონ დიმიტრი დავითაშვილის და (რომელიც თავისი მომხიბვლელი ბარიტონით კითხულობს ხოლმე სააღდგომო ეპისტოლეებს)… ფაქტობრივად, ზვიად გამსახურდიას დევნა კვლავ გრძელდება – უკვე მისი განსასვენებლის დარბევითა და შეურაცხყოფით”, – წერს პირველი პრეზიდენტის მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, რომელიც
ვანდალური ფაქტის ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს.

 

იტვირთბა....