ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელების უფლება კვლავ მიეცათ

ზუგდიდის ბაზრის გარემოვაჭრეები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცა.

მოვაჭრეების განცხადებით, მათ პირობა მიიღეს, რომ წყალმომარაგების მშენებლობის დასრულების შემდეგ, ისინი კვლავ ძველ ადგილებს დაუბრუნდებიან.

„ჩვენს სამუშაო ადგილებს ვუბრუნდებით. რაც შეეხება წყალმომარაგების მშენებლობას, ხუთი დღე გაგრძელდება და მერე ისევ ჩვენს ადგილს დავუბრუნდებით. ჩვენი პროდუქცია უნდა მოვძებნოთ, ზოგი შენახულია, დახლები გადაყრილი“, – განაცხადეს გარემოვაჭრეებმა.

ზუგდიდის ვიცე-მერის, გია გულორდავას თქმით, ხელისუფლებამ გაითვალისწინა ამ ადამიანების მძიმე სოციალური პირობები და მისცა მათ ბაზრის გვერდით ვაჭრობის უფლება.

იტვირთბა....