ახალი ამბები მთავარი სამართალი

დავით ქაცარავა ამბობს, რომ ცეცხლის ერთ-ერთ კერასთან სავარაუდოდ, ბენზინის სუნიანი ბოთლის ნამტვრევები იპოვეს

ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა, რომელიც ბორჯომის ხეობაში სტიქიის ადგილზე მოხალისედ მუშაობს, ამბობს, რომ ცეცხლის ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები იპოვა, რომელსაც სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა.

მისი თქმით, ნაპოვნ მასალას და შესაბამისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცველებს დღეს მიაწვდიან.

“სანამ სამართალდამცველები არ იტყვიან რამეს, დივერსიაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ბოთლის ნამსხვრევებს სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის ან დიზელის სუნი ჰქონდა,” – განაცხადა დავით ქაცარავამ.

ცნობისთვის, გუშინ სცენარისტმა აკა სინჯიკაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ოცლიტრიანი ბიდონი იპოვა. მისი ინფორმაციით, ასევე ტყეში სხვა ადგილას, ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი იპოვა ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს და აღნიშნა, რომ ბიდონები ექსპერტიზაზე გადაიტანეს. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. აკა სინჯიკაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხეს.

იტვირთბა....