ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ანდაქის ხეობაში ხანძარი გაჩნდა

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ანდაქის ხეობაში ხანძარი გაჩნდა.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერები ამ დრომდე ებრძვიან ხანძარს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სამაშველო სამუშაოებში თბილისის, ალგეთისა და ყაზბეგის ეროვნული პარკის რეინჯერებიც ჩაერთნენ.

ტერიტორია ძნელად მისადგომია, ადგილიდან არ მყარდება სატელეფონო კავშირი და, შესაბამისად, ხანძრის მასშტაბების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

იტვირთბა....