ურეკში კვლავ გადაუღებლად წვიმს, რის გამოც გზებზე საცობებია შექმნილი, – ამის შესახებ ინფორმაციას “გურიანიუსი” ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გუშინდელი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შედეგად, გაწმენდითი სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს, თუმცა ძლიერი წვიმის გამო, მუშაობა ჭირს.
წუხანდელი სტიქიის შედეგებზე “მეტრონომის” წარმომადგენელი საუბრობს და ამბობს, რომ მანქანები დახვრეტილია და შუშები ჩამსხვრეულია.