ბორჯომის ხეობაში, საქართველოს პატრიარქის დავალებით, სასულერო პირებმა სტიქიის ზონაში საკვები და სასმელი ჩაიტანეს. ისინი ხეობაში შექმნილ საგანგებო შტაბს ეწვივნენ და სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნენ.
მანამდე კი 8 ეპისკოპოსმა სოფელ დაბაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. ტაძარში ასევე იმყოფება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოში ბორჯომში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებთ პარაკლისს გადაიხდის.
ბორჯომის ხეობაში მეოთხე დღეა ხანძარს ებრძვიან.