ვარკეთილის მესამე მასივის ზემო პლატოზე ხანძარია. ცეცხლი მოედო გამხმარ ბალახს. ეს ის ადგილია, სადაც ორი კვირის წინ ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახური. ადგილობრივების ინფორმაციით, ძალიან ძლიერი დაკვამლიანებაა, ასევე არის ძლიერი ქარი, რომელიც ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს.