წუხელ, ურეკში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, ახლახანს, “მეტრონომი” ესაუბრა მის წარმომადგენელს, რომელმაც მომხდარის შესახებ მოკლე ინფორმაცია მოგვაწოდა. მისი თქმით, ასეთი უამინდობა ურეკში მას არ ახსოვს:
“ისეთი ტორნადო იყო, რომ მაგიდები ჰაერში ფრინავდა. მანქანები დახვრეტილია და შუშები ჩამსხვრეულია. მე სადაც ვარ, მაგალითად აქ, ხეები და ბოძები მიწაზე ყრია… კიდევ კარგი რომ ეს ამბავი ღამით მოხდა, თორემ დღისით რომ მომხდარიყო უფრო სავალალო შედეგებს მივიღებდით” – განაცხადა “მეტრონომის” წარმომადგენელმა ურეკიდან.
მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში სანაპიროზე იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ მომენტისთვის მიყენებული ზიანის რაოდენობა ითვლება და ის იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლების მხრიდან ყურდღება იქნება.
სტიქიის შედეგად მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა ელექტეოგადამცემი ხაზები. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა შეკვეთილის ნაწილს და ურეკს.
შესაბამისმა ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინფორმაციას ავრცელებენ, რომ ამ დროისთვის აბონენტების დიდ უმრავლესობას მიეწოდება ელექტროენერგია, “მეტრონომის” წარმომადგენელი აცხადებს, რომ რიგ ადგილებში დენი არ არის.