ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარჯვენასაჭიანი მძღოლების საყურადღებოდ: მომღერალი ამბობს, რომ საჭის გადატანის შემდეგ CO-თი მოიწამლა

მომღერალი ოთო ნემსაძე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს მიმართავს, რომლებსაც საჭე გადატანილი აქვთ. ის სოციალურ ქსელში ამ თემაზე პოსტს აქვენებს, სადაც ყვება, რომ მის იაპონურ მანქანაში, საჭის გადატანის შემდეგ ხვრელები დარჩა, რის შედეგადაც მძღოლი იწამლებოდა:

“პირველ რიგში კარგად ვარ, არ შეგეშინდეთ! მოკლედ, ყველა იაპონური მანქანის მძღოლის საყურადღებოდ, ვისაც საჭე აქვს გადატანილი, – რამდენიმე დღის წინ მივდიოდი შეკვეთილში და სამტრედიაში გავხდი ძალიან ცუდად, საჭე ძლივს დავიმორჩილე. სამტრედიის რეანიმაციაში მიმიყვანა სასწრაფომ და იქ მითხრეს, არაფერია ალბათ უბრალოდ გადაღლილობა და ნერვული სტრესიო (ოქროს ექიმები არიან). იმის მერე ერთი კვირა გავიდა და ვერც საჭესთან ვჯდებოდი დიდი ხნით და ვერც ქუჩაში ვჩერდებოდი, მეგონა უკვე შიზოფრენია დამეწყო – უჰაერობა, გულის ტკივილი, თავბრუსხვევა და ა შ.

გუშინ მივხვდი, რომ ჩემი საყვარელი იაპონური მანქანა მწამლავდა CO-თი და რომ არ მივმხვდარიყავი, სადღაც აუცილებლად გამიკეთებდა ხარაკირს. მაყუჩის ბადე იყო გახეული და ნამწვი შემოჰქონდა ზუსტად ჩემს ფეხებში. ასე რომ, როცა მანქანის საჭეს გადაიტანთ, კარგად დააკვირდით წინიდან რამე ხვრელები არ დაუტოვონ” – წერს ოთო ნემსაძე.

იტვირთბა....