“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ნიკა რურუა ამბობს, რომ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შემდეგ, გაჩნდა კითხვა, ხომ არ გვაქვს საქმე დივერსიასთან და ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან რუსეთი. მისი აზრით, ბოლო პერიოდში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხანძრებმა ორგანიზებული სახე მიიღო.
რურუა აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს რუსეთისგან, თუმცა აუცილბელია კომპეტენტური გამოძიება, რათა თავიდან ავიცილოთ სპეკულაციები. მისაი თქმით, ხელისუფლებამ გამოძიებაში დახმარებისთვის დასავლელ პარტნიორებს უნდა მიმართოს.
“გამოძიება რომ უნდა დაიწყოს ხანძრის გაჩენის დროის კვალობაზე, ეს აუცილებელია. ამ წუთას თქმა ძნელია და ყველანაირი სპეკულაცია გამოყენებული იქნება ვიღაცის მიერ საკუთარი მიზნებისთვის. უნდა ჩატარდეს ძალიან კომპეტენტური გამოძიება. სხვა წლებში როცა ასეთი ტემპერატურა იყო, გაჩნდა თუ არა რამე მაგვარი, რატომ გაჩნდა გეოგრაფიულად ამ წერტილში, ხომ არ იყო შემჩნეული რაიმე საეჭვო მოძრაობა… უამრავი კითხვაა. ამტომ უნდა ჩატარდეს ძალიან კომპეტენტური გამოძიება…. საერთოდ, ეჭვმიტანილი, რომ რუსეთია ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ უნდა გავარკვიოთ სპეკულაცია სპეკულაციად რომ არ დარჩეს.
ჩართონ საერთაშორისო ექსპერტიზის მქონე კომპეტენტური ქვეყნები. რუსეთი ყველანაირ დივერსიას მიმართავს ყოველთვის. ეს მის დოქტრინაშია. გამორიცხული ნამდვილად არ არის. ამიტომ გამოსაძიებელია და დასავლეთს უნდა ვთხოვოთ დახმარება” განაცხადა რურუამ “,-პირველ რადიოსთან” საუბარში.
წყარო: “პირველი რადიო”