ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

94,5 ათასი ლარი: კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ჯანელიძის ანაზღაურება

ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორი”  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის სახელფასო ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ჯანელიძემ 2016 წელს ხელფასისა და დანამატის სახით 94,5 ათასი ლარი აიღო.

“სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საჯარო მოხელეა. ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ მისი შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს მინისტრებსა და მთავრობის მეთაურზე უფრო ძვირი უჯდება. ჯანელიძემ სახელფასო ანაზღაურების სახით უფრო მეტი თანხა გამოიმუშავა, ვიდრე ინდოეთის პრეზიდენტმა 2015 წელს,”-წერს ორგანიზაცია

მინდია ჯანელიძის დეკლარაცია:

იტვირთბა....