უკრაინაში სასამართლოს შენობას მეხი დაეცა. შედეგად ხარკოვის სააპელაციო სასამართლოს ცეცხლი გაუჩნდა.
მასშტაბური ხანძარი ორი ათას კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული. ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 133 მეხანძრე და 39 ერთეული ტექნიკა.
ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა. შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მთლიანად განადგურდა სასამართლოს შენობის სახურავი. ხანძრის ერთადერთ მიზეზად მეხის დაცემა განიხილება.