ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ნაწილობრივ ლოკალიზებულია

ბორჯომის ხეობაში დიდ ნაწილში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის წევრები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მთელს ტერიტორიაზე მოხდება ცეცხლის ლოკალიზება, დაიწყება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

საგანგებო შტაბში განმარტავენ, რომ გარკვეულ ადგილებში ამ დრომდე რჩება მძიმე კერები. ეს ის ადგილებია, სადაც რელიეფი რთულია და მაშველი მეხანძრეებისთვის რთულად მისადგომი.

შტაბის წევრებს იმედი აქვთ, რომ ავიაციის მეშვეობით მოხდება ამ წერტილებში ხანძრის ჩაქრობა.

დილიდან ბორჯომის ხეობაში მუშაობს 5 ვერტმფრენი და ერთი სახანძრო თვითმფრინავი. თვითმფრინავმა ერთი შემოვლა უკვე გააკეთა და ამ დროისთვის ის წყლის შევსების პროცესს ასრულებს.

დღის მეორე ნახევარში სამუშაოებში ჩაერთვება ბელორუსიიდან შემოსული ვერტმფრენიც.

ადგილზე იმყოფებიან სპეციალური შტაბის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

ბორჯომის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან.

იტვირთბა....