ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციისთვის დახმარებას ბელორუსიც გაგვიწევს. მათ ვერტმფრენი უკვე გამოგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ცნობილია, უკვე ბორჯომის ხეობაშია ორი თურქული ვერტმფრენი.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ჯამში 5 ვერტმფრენი მუშაობს, საიდანაც დანარჩენი 2 ქართული, 1 კი აზერბაიჯანულია.