თურქული ვერტმფრენები უკვე ბორჯომშია. ორი სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც საქართველოში თურქეთიდან გამოიგზავნა, სტიქიის ზონაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა და ის სამაშველო სამუშაოებში უკვე ჩაერთო.
ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ჯამში 5 ვერტმფრენი მუშაობს, საიდანაც დანარჩენი 2 ქართული, 1 კი აზერბაიჯანულია.
ვერტმფრენები სტიქიის ზონაში მუშაობას დაღამებამდე შეძლებენ. ღამის საათებში ისინი მუშაობას შეწყვეტენ, დილიდან კი ისევ განაახლებენ.