ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და რეანომობილია მობილიზებული. ბორჯომში სტქისიი ზონაში, მინისტრი დავით სერგეენკო ჩავიდა. ის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
ჯანდაცვის მინისტრისა განცხადებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს. სერგეენკოსთ თქმით, მიუხედავად ამისა არსებობს სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის სტიქიის ზონიდან გაყვანა მოხდეს. მინისტრისა ინფორმაციით, ამ მდრომდე მედპერსონალის დახმარების საჭიროება არ დამდგარა.
შეგახსენებთ, სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ხანძარი 20 აგვისტოს დღისით გაჩნდა. ცეცხლი 2014-2017 წლებში აღდგენილ ტერიტორიებს ზემოთ არსებულ ფერდობზე იყო გავრცელებული. 21 აგვისტოს ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა, ამოვარდნილი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. ამ ეტაპზე ცეცხლის ლოკალიზებას ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი ცდილობს. შსს-ს მინისტრის განცხადებით კი, თურქეთის ორი ვერტმფრენი უკვე გზაშია, რომელიც ბორჯომის ხეობაში საქართველოს მხარეს ხანძრის ლოკალიზებაში დაეხმარება.