ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მთელი ძალებით ვართ ჩართული”: თურქი მაშველები გზაში არიან

ბორჯომის ხეობაში, ხანძართან ბრძოლაში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი ჩაერთო. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 800-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით,  ამ მომენტისათვის, უკეთესობა გვაქვს იმასთან შედარებით, რაც წუხელ გვქონდა.
„მთელი ძალებით ვართ ჩართული ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად“, -ამბობს მღებრიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთიდან დამხმარე ძალები უკვე გზაში არიან და სულ მალე შეუერთდებიან ქართველ მაშველებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ამ წუთის მონაცემებით, დამწვარია 12 ჰექტარამდე ტერიტორია.

იტვირთბა....