ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი. მისი განცხადებით, ხანძრის ზონაში პერიოდულად ახალი აალებები ხდება.
ამის მიზეზი კი ამინდია და პერიოდულად მოვარდნილი ქარი მეხანძრე-მაშველებს, მეტყევეებს ხანძრის ლოკალიზებაშ ხელს უშლის. თუმცა, გვაზავას განცხადებით, ყოველი ახალი კერის ლოკალიზება მალევე ხდება.
ხანძრის ჩასაქრობად ამ დროისთვის მუშაობს ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი. ორ თურქულს ვერტმფრენს კი ბორჯომის ხეობაში შუადღის სამი საათისთვის ელოდებიან.