ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვირიკაშვილი სტიქიის ზონაში ჩავიდა: ცეცხლი უკვე დიდ ტერიტორიას მოედო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა. ცეცხლი უკვე ტყის საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოედო და ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სტიქიის დამარცხება.
ამასთან, პრემიერის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც თავად კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

კერებთან ახლოს, მოსახლეობის რაღაც ნაწილი თვითნებურად ტოვებს დასახლებულ ადგილებს, მიუხედადავ იმისა, რომ როგორც ამბობენ, ხანძარი საკმაოდ შორსაა მოსახლეობის ზონიდან.

შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

იტვირთბა....