ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქეთი დოლიძე: კულტურის მინისტრი პირადად მებრძვის, ჩემი შემცვლელიც მოუძებნია

თუმანიშვილის სახელობის კონომსახიობთა თეატრის ხლემძღვანელის პოსტზე ქეთი დოლიძე შესაძლოა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმღვანელმა გიორგი სიხარულიძემ შეცვალოს. გავრცელებული ინფორმაციით, სიხარულიძემ კულტურის სამინისტროსგან შეთავაზება უკვე მიიღო და გადაწყვეტილებას სულ მალე მინისტრი მიხეილ გიორგაძე მიიღებს. ამ საკითხთან დაკავშირებით რეჟისორ ქეთი დოლიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ კულტურის მინისტრი, რომელიც მის თეატრში სამი წელია არ ყოფილა, მას ებრძვის და ეს ყველაფერი რაც ხდება “მარაზმია”.

“ამაზე ჯერ-ჯერობით კომენტარის გაკეთება არ მინდა. ეს ყველაფერი მარაზმად მიმაჩნია. თუ ეს ყველაფერი გადაწყვეტილია იმას ნიშნავს, რომ გიორგაძემ რურუას დაწყებული საქმე გააგრძელა. მეტი კი არაფერი უქნია რურუას, თანამდებობიდან გამათავისუფლა. ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს შემცვლელს. ვინც არ უნდა შემოიტანოს განცხადება, მე ვარ წარმატებული ხელმძღვანელი და არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მე შეიძლება გამიშვან.

გიორგი სიხარულიძეს შეიძლება ბევრი რამე უნდოდეს და ჰყავდეს 5-6 მხარედამჭერი, მაგრამ ეს ჩემთვის იქნება ძალიან გასაოცარი…ის მე არანაირი კონკურენტად არ მიმაჩნია…გიორგაძე პირადად მებრძვის. მინდოდა ამოდგომოდა მხარში ფესტივალს, თეატრს. მე პირადად კულტურის მინისტრი სამი წელია თეატრში არ მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონფქლიტი ჩვენ შორის ერთი წელია გრძელდება, მეტი არა. ყველგან დადის, ჩვენთან არა. ჯერ ჩემ ბიოგრაფიას გადახედეთ და მერე კულტურის მინისტრის ბიოგრაფიას. მგონია, რომ იმდენი დამსახურება კი მაქვს ამ ქვეყანაში, რომ კულტურის მინისტრმა ხანდახან ჩემი რაღაც გაიგონოს. არავითარი ბრძოლა არ დამიწყია მასთან. კი გამიკვირდა, რომ დანიშნეს, მაგრამ მე ბრძოლა არ დამიწყია. ის, რომ მე მთელი წელი მიწვეს თხოვნა, რომ ჩვენ მიწვეულები ვართ ფესტივალზე. სხვა თეატრი 18-ჯერ გადის წელიწადში, ჩვენ ორჯერაც და ერთხელაც ვერ გავდივართ.

როდესაც მე მიმყავს ჩემი თეატრი ვთვლი, რომ თეატრისთვის ვაკეთებ ძალიან კარგ და დიდ საქმეს. ამის მინისტრობის პერიოდში ორჯერ ვიყავით გასტროლზე, ორივეჯერ დიდი წარმატება იყო. მეტი საკონფლიქტო მინისტრთან რა უნდა მქონდეს?! პირადი არაფერი არ მაქვს. ძალიან მიკვირს მისი მოქმედება. ასე როგორ გადამეკიდა. მისი მეუღლე მიხეილ თუმანიშვილის დის შვილიშვილია. გაოგნებული ვარ პირდაპირ. მიმაჩნია, რომ არასწორად მექცევა და თუ ახლა მონახეს ვიღაც ვისაც ჩემი ადგილი მოუნდა, ასე მეც ვიმოქმედებ. გიორგაძის გარდა არის მთავრობა, “ქართული ოცნება”, არის პარლამენტი.

გიორგაძე აქტიურად პოლიტიკური არასდროს არ მინახავს. მე ვიყავი და ვარ ერთ -ერთი სახე “ოცნების”. თუ მინისტრმა ჩემისთანა ადამიანს მოხსნა დაუპირა იმედი მაქვს პრემიერ მინისტრი ჰკითახვს, რატომ ხსნით ამ ადამიანს. რა თქმა უნდა მაქვს მთავრობის მხარდაჭერის იმედი.” განაცხადა ქეთი დოლიძემ “პირველ რადიოსთან” საუბარში და შეკითხვაზე მიაწვდის თუ არა ის ამ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს, რეჟისორმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი კერძო პირია და მასთან მას ყოველდღიური ურთიერთობა არ აქვს.

“არის პრემიერ-მინისტრი და პირველ რიგში ვკითხავ პრემიერ-მინისტრს. უნდა დამიმტკიცოს გიორგაძემ, რატომ ვარ მე მიუღებელი. გგონიათ, რომ ვინმე რობიკო სტურუას ხელს ახლებს, ან ავთო ვარსიმაშვილს?… დაველოდოთ კონკურსს. ჩემი აზრით გიორგი სიხარძულიძე არ არის ის პიროვნება, ვინც თეატრი უნდა ჩაიბაროს… მე უნდა გამასამართლოს იმ ადმიანმა, რომელმაც იცის ჩემი შემოქმედება. არც ვიცი გიორგაძეს ნანახი აქვს თუ არა ჩემი სპექტაკლები, ფილმები შეიძლება ნანახი აქვს , სადმე შემთხვევით. თეატრში ვერ მოვიყვანე. ერთხელ იყო, ბაკულას ღორები ნახა.” აცხადებს ქეთი დოლიძე “პირველ რადიოსთან” საუბარში.

წყარო: “პირველი რადიო”

 

იტვირთბა....