ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ალიევმა ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოაგზავნა

აზერბაიჯანული მედიის APA-ს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მისცა მითითება, რომ საქართველოში ბორჯომ-ხარაგაულის პარკში, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობის მიღების მიზნით ვერტმფრენი გამოაგზავნოს.  ინფორმაციის თანახმად ვერტმფრენები ქართველი მაშველების დასახმარებლად უკვე გამოემგზავრნენ და ისინი ქართველ კოლეგებს სულ მალე შეურთდებიან. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად   “მეტრონომი”  საქართველოს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს რომ ინფორმაციას ამოწმებენ.

შეგახსენებთ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ფართობს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი დაახლოებით 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული.

იტვირთბა....