საქართველოდან რუსეთში ტვირთბრუნვა გაზრდილია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო საშუალებები საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებენ. სააგენტო ინტერფაქსი წერს, რომ ექსპორტი საქართველოდან მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით 31, 4 პროცენტით – 605,7 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი თითქმის ორჯერაა გაზრდილი – 24 მილიონ ბოთლამდე.