International Energy Agency-ის კვლევას აქვეყნებს, რომლითაც, სამწუხაროდ ირკვევა, რომ საქართველო პირველია ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით 100 ათას მოსახლეზე. სიის მეორე და მესამე ადგილს ბულგარეთი და ჩინეთი იკავებენ.
International Energy Agency-ის ინფორმაციით, სიკვდილიანობა მსუბუქი გულის დაავადებით იწყება. აღსანიშნავია, რომ შედეგი შესაძლოა დადგეს თვეების, ან შესაძლოა წლების შემდეგ.
ორგანიზაცია აღწერს რა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველო პირველ ადგილზე მოხვდა. კვლევაში ხაზგასმულია დიზელის საკითხი, რომლითაც ხშირად სარგებლობენ საქართველოში ავტომანქანები. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ არ ხდება კონტროლი და შესაბამისი კვლევები და შემოწმება.
ავტომობილების რიცხვი საქართველოში მკვეთრად გაიზარდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ავტომანქანების რაოდენობა გაორმაგდა.
International Energy Agency-ის კვლევა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებს ეყრდნობა.