ხაშურში, კავშირგაბმულობის ძველ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, ხანძარი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 20 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი 150 კვადრატულ მეტრ ფართობზეა. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.