ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-მ რუსეთში ამერიკის ვიზების გაცემა შეაჩერა

23 აგვისტოდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის არაიმიგრაციული ვიზების გაცემა შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

„რუსეთის გადაწყვეტილება აშშ-ს დიპლომატიური მისიის რაოდენობის შემცირების თაობაზე კითხვის ქვეშ აყენებს სერიოზულობას, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც აშშ-ს საელჩოში აღნიშნეს, აღნიშნულთან დაკავშირებით 23 აგვისტოდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული არაიმიგრაციული ვიზების გაცემა შეჩერდება. 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან ვიზების გაცემა მოსკოვში განახლდება, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ს საკონსულოებში ვიზების გაცემის პროცედურა განუსაზღვრელი დროით შეჩერდება.

შეგახსენებთ, რუსეთის მიმართ განხორციელებული სანქციების შემდეგ, ოფიციალურმა რუსეთმა ამერიკიდან რამდენიმე დოპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

იტვირთბა....