სენაკში “საქართველოს ბანკი”-ს ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნილია. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთ თანამზრახველზე კი საგამოძიებო უწყებებმა ძებნა გამოაცხადეს. ორივე მათგანს ბრალი დაუსწრებლად წარდგენიათ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა. შემთხვევა 24 მაისს მოხდა.