ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„თავიდან ვერ აიცილებენ ჩრდილოეთ კორეის უმოწყალო თავდასხმას“: კიმ ჩენ ინი აშშ-ს კვლავ ემუქრება

ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის კიმ ჩენ ინის განცხადებით,  ჩრდილოეთ კორეის არმიას ნებისმიერ დროს შეუძლია შეტევა მიიტანოს აშშ-ზე და არც გუამი, არც ჰავაის კუნძულები და არც აშშ-ს კონტინენტალური ტერიტორია „თავიდან ვერ აიცილებენ ჩრდილოეთ კორეის უმოწყალო თავდასხმას“.

ოფიციალური ფხენიანი აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნებს “უპასუხისმგებლო საქციელს” უწოდებს. განცხადება ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიის საშუალებით სამხრეთ კორეასა და აშშ-ს შორის სამხედრო წვრთნების დაწყებამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეამ აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ გუამის ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიშს არ გამორიცხავს. თავის მხრივ, ტრამპმა მას უპასუხა, რომ აშშ გაჩუმებას არ აპირებს და ადეკვატური რეაქცია ექნება.

 

იტვირთბა....