დღეს, 12:00 საათისთვის „დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“, მათი ლიდერების კახა კუკავასა და ნინო ბურჯანაძის სახით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიან კანდიდატებს დაასახელებენ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. რიგმა პარტიებმა უკვე წარადგინეს თავიანთი კანდიდატურები.