ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გერმანიაში ჩარჩენილი მგზავრების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა

გერმანიაში, მემინგემში ჩარჩენილი მგზავრების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა. ქუთაისში ამ ეტაპზე მხოლოდ 10 მათგანის გამომგზავრება მოხერხდა.

მგზავრები აცხადებენ, რომ ფრენა „wizz air“-ის რეისით დორტმუნდიდან შესრულდა, სადაც ისინი ავიაკომპანიამ გადაამისამართა და მენინგემიდან საკუთრი სახსრებით ჩავიდნენ. ისინი ხარჯების ანაზღაურებას ითხოვენ.

ცნობისთვის, მემინგენი – ქუთაისის ავიარეისი, რომელიც წუხელ უნდა შესრულებულიყო, გაუქმდა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში აცხადებენ, რომ რეისის გაუქმების მიზეზი უამინდობა გახდა. თუმცა მგზავრების თქმით, რეისის გაუქმების შესახებ მათ არანირი განმარტება არ მისცეს.

მემინგემში მყოფი ქართველი მგზავრები დახმარებას ითხოვდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ავიაკომპანია „wizz air“- მა 200-მდე მგზავრი უპატრონოდ მიატოვა.

იტვირთბა....