aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ წუთებში ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე იწვის ტყის მასივი. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. სამუშაოებს ისიც ართულებს, რომ ტექნიკა ბოლომდე ვერ მიდის და მეხანძრეებს შემთხვევის ადგილამდე ფეხით უწევთ მისვლა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დიმიტრი ყიფიანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა მასშტაბით არის ცეცხლი გავრცელებული.

„ეს არის სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორია. სულ რამდენიმე ხნის წინ მოხდა შეტყობინების მიღება. სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე არიან უკვე. ასევე, შსს-ს დანაყოფები, ყველა. ჯერჯერობით უცნობია, ფართობი ხანძრის გავრცელების,“ – განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.

წყარო: rustavi2.ge

იტვირთბა....