ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი უკრაინას, თურქეთს და იორდანიას ეწვევა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი 24 აგვისტოს უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ პენტაგონის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. გარდა უკრაინისა, მეტისს ვიზიტი დაგეგმილი აქვს თურქეთსა და იორდანიაშიც.

პენტაგონის ხელმძღვანელი ტურნეში გუშინ გაემგზავრა, რომლის მიზანია „კვლავ დაადასტუროს აშშ-ის ურღვევი მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში და ევროპაში სტრატეგიული პარტნიორებისადმი“.

კიევში ვიზიტი 24 აგვისტოს არის ჩანიშნული, რაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ემთხვევა. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს და თავდაცვის მინისტრს, სტეპან პოლტორაკს შეხვდება.

როგორც პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჯეიმს მეტისი მათ კვლავ დაუდასტურებს, რომ „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ასევე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თავდაცვით პარტნიორობას“.

იტვირთბა....