21 აგვისტოდან რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი შიმშილობის აქცია დაიწყება, – ამის შესახებ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელი, ვიტალი გიორგაძე აცხადებს.
რკინიგზელები უკვე მე-6 დღეა, შიმშილობენ. პროტესტის უკიდურეს ზომას კიდევ ერთი ადამიანი შეუერთდა. მათი მთავარი მოთხოვნა გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა და პასუხისმგებელი პირების თანამდებობებიდან გათავისუფლებაა.
ვიტალი გიორგაძის თქმით, რკინიგზის თანამშრომლები მზად არიან შეუერთდნენ ამ დროისთვის მოშიმშილე 8 ადამიანს, თუ მოშიმშილეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.