ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპმა სტივ ბენონი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლის მთავარი სტრატეგი, სტივ ბენონი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანი იუწყება.

მისი თქმით, პარასკევს ბენონს ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა.

63 წლის სტივ ბენონი ტრამპის ადმინისტრაციაში ყველაზე გავლენიან პირად ითვლებოდა და ტრამპის კამპანია “America First”-ის მთავარი მესიჯები მისი შემუშავებულია.

16 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრი სახლის 2 საბჭო დაითხოვა – წარმოებისა და სტრატეგიისა და პოლიტიკის საბჭოები. მიზეზი კი კომპანიების ხელმძღვანელის მხრიდან ტრამპის კრიტიკა გახდა, რომლებიც აღნიშნული საბჭოს წევრები არიან.

კომპანიების ხელმძღანელების უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ტრამპმა ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში განვითარებულ მოვლენებში დაპირისისპირებული ორივე მხარე დაადანაშაულა.

იტვირთბა....