ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში მთავარ ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი სახელდება

ესპანური გამოცემა El Mundo იუწყება, რომ  ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში მთავარ ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი სახელდება. მედიის ინფორმაციით, ის გუშინ დაკავებული დრის უკაბირის ძმაა.

სწორედ მუსა უკაბირი მართავდა მიკროავტობუსს, რომლიც  ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება შეიარაღებული იყოს. სამართალდამცველები მისი ძებნის ოპერაციას აგრძელებენ.

შეგახსენებთ, ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ესპანურმა პოლიციამ 6 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა, ხოლო ერთი დაკავებულია.

იტვირთბა....