15 აგვისტოს საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის და შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, თ.კ-ს როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, აირის ვაზნა (ჯამში, 200 ც.) და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (71.13 გრამი) აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა