ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბარსელონაში კიდევ ერთი ტერაქტი იგეგმებოდა: დაკავებულია ოთხი ტერორისტი

როგორც ცნობილი გახდა, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთეს. პოლიციამ, რომელიც ანტიტერორისტულ ოპერაცის მთელი ღამის განმავლობაში ატარებდა, 4 ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილია 1 ეჭვმიტანილი. მათ შაჰიდის ქამრები ეკეთათ.

შეგახსენებთ, გუშინ ბარსელონაში, პიაცა კატალონიას მახლობლად, მიკროავტობუსი ხალხში შევარდა. დაშავებულია 100-მდე ადამიანი, ხოლო ცამეტი პირი გარდაიცვალა. მძღოლი შემთხვევის ადგლიდან გაიქცა. თუმცა მოგვიანებით მისი ლიკვიდაცია პოლიციამ შეძლო, ხოლო მერე სატვირთოს მძღოლს ამ დრომდე ეძებენ.

პარალელურად, ორი შეიარაღებული პირი თურქულ რესტორანში შეიჭრა და მათ მძევლები ჰყავთ აყვანილი, რომელთა განეირლაებაც პოლიციამ შეძლო.

 

იტვირთბა....