დღეს, მსოფლიო უმეტესი მედიასაშუალებები ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გაშუქებით არიან დაკავებული. ვრცელდება რამდენიმე ვიდეო, რომელიც ადასტურებს თუ რა პანიკაში იყო მოსახლეობა განხორციელებული ტერაქტის შემდეგ.
გთავაზობთ რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ ვიდეოროლიკებს, რომლებიც ნათლად აღწერენ გუშინ ბარსელონაში განხორციელებული საშინელი ტერაქტის პერიპეტიებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე ტერორისტი გუშინ, ბარსელონას ცენტრში, რომელიც ყოველთვის ტურისტების დიდი ნაკადით გამოირჩევა, მინიავტობუსით ხალხის მასაში შევარდა და ზიგზაგური მოძრაობით ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეტანა, ამის შემდეგ, ერთ-ერთმა ტერორისტმა თურქულ რესტორანში მძევლები აიყვანა. ამ მომენტისათვის დაკავებულია 2 ტერორისტი და ერთი ლიკვიდირებულია. ოფიციალურმა ესპანეთმა უკვე მიანიჭა მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.
ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით დაიღუპა 13 ადამიანი და 100-ზე მეტი დაშავებულია. მსოფლიო თანაუგრძნობს ესპანელ ხალხს. ადგილობრივმა მთავრობამ რამდენიმედღიანი გლოვა გამოაცხადა.