“გირჩის” ერთ-ერთი წევრი იაგო ხვიჩია ხმაურის შესახებ მიღებულ კანონს აპროტესტებს და ამბობს, რომ ეს იქნება საშუალება სისტემის ხელში და მას როცა მოუნდება, ორდერის/განჩინების გარეშე შევიდეს ნებისმიერი ადამიანის საწოლში, იმ მოტივით რომ მეზობელს ხმაური შემოესმა. მისი აზრით, ნორმალურ ადამიანებს შეუძლიათ, რომ ერთმანეთში ყველაფერზე მორიგდნენ და შუამავალდ სახელმწიფო არ ჩარიონ.
ადრე თუ პოლიცია ნარკოტიკს დებდა, ახლა იმ ადამიენებს ვის სახლშიც ჩხრეკის გარეშე შესვლა სურთ, “ხმაურს ჩადებენ”. მისი აზრით, შემდეგ აღმოჩნდება, რომ ხმაურთან ერთად სახელმწიფოსთვის მიუღებელი რაღაც გაქვს და დაგაკავებენ. ხვიჩიას განცხადებით, ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში პოლიციის მიმართ ასეთი მაღლი ნდობა არ არის, რომ სახლში ჩხრეკის და სასამართლო განჩინების გარეშე შეუშვა.
“საქართველოში სინამდვილეში პრობლემას სამეწარმეო ხმაური წარმოადგენს და არა ის, რომ მეზობელმა დალია და ყვირის. ამის გამო ხომ ჩვენ ერთმანეთს არ ვუჩივით და სასამართლოებში არ დავდივართ. ავეჯის გადაადგილების დროსაც შეიძლება მეზობელს მოეჩვენოს, რომ აწუხებ და პოლიციას დაურეკოს. ამიტომ ყველანაირი სასამართლო განჩინების გარეშე ჩემს სახლში პოლიცია უნდა შემოვიდეს და სახლი მითვალიეროს? ამაშია მთელი პრობლემა, ჩვენ არ გვაქვს პოლიციის იმხელა ნდობა, როგორც ეს ევროპაშია.
სახელმწიფო ამ კანონით გვეუბნება, რომ ხმაურის შემთხვევაში მეზობელს თქვენ კი არ დაელაპარაკოთ და მშვიდად კი არ მორიგდეთ, მოდი მე დამირეკე და მე მოგარიგებთ. ეს კი არასწორი მგონია.
თუ ადამიანს სამეწარმეო ხმაური აწუხებს, უჩივლოს მის მეპატრონეს და სასამართლოს გზით ეს პრობლემა მოაგვაროს. ჩვენ ხმაურის მომწყობი მეწარმე იმხელა თანხით უნდა დავაჯარიმოთ, რომ მას მეორედ მსგავსი საქციელის სურვილი აღარ გაუჩნდეს.
ეს ერთი რეგულაცია ტოტალიტარიზმის საფრთხეს წაახალისებს, რადგანაც პოლიციის სასამართლოს განჩინების გარეშე, არ მგონია, რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანს სურდეს, რომ მის სახლში იქექონ”,-ამბობს იაგო ხვიჩია “მეტრონომთან”.