აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სირიის მთავრობამ და „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის და ინტეგრაციის შეთანხმებას მიაღწიეს

სირიის მთავრობამ და ქურთულმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის და ინტეგრაციის შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმებას წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი სამხედრო დაპირისპირება.

შეთანხმების თანახმად, სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების ძალები, სავარაუდოდ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქებში, ჰასაკასა და კამიშლიში განლაგდებიან, რაც ნიშნავს, რომ „სირიის დემოკრატიული ძალების“ მიერ კონტროლირებული ტერიტორიები სახელმწიფო მმართველობას დაუბრუნდება.

მედიის ცნობით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სამხედრო ძალების რესტრუქტურიზაციას, მათ შორის ახალი დივიზიის შექმნას, რომელიც გააერთიანებს „სირიის დემოკრატიული ძალების“ სამ ბრიგადას, ასევე კობანის მებრძოლების ცალკე ბრიგადას, რომელიც ადმინისტრაციულად ალეპოს პროვინციას დაუკავშირდება.

სირიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პროცესი თანდათანობით განხორციელდება და აღიარებენ, რომ ადგილზე შესაძლოა გარკვეული, სირთულეები შეიქმნას.

იტვირთბა....