ელექტრონული მუსიკის Gem Fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახურშიც ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა.
“საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N092090817006 საქმეზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს “არტ პლატფორმას” მიერ ჩატარებული ელექტრონული ფესტივალის Gem Fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი